USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა დასამოგზაურო პლატფორმა Steller-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიგაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს, ხოლო აშშ-დან დოკუმენტს ხელი დისტანციურად Steller-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ბრაიანტმა მოაწერა.

მემორანდუმის მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმა Steller საქართველოში პროექტ „Digital Day in the Life of Georgia”-ს მოაწყობს

26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში” გაიმართება და Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანიბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართება. ჯამში საქართველოს 20-მდებლოგერი ეწვევა.

Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელსირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქციამიიღო.

“Digital Day in the Life of Georgia” ფარგლებშიბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოსსხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებენ. პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორცჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის ვებ გვერდებზე აიტვირთება.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტულიცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევეევროპის ქვეყნებში.

„ მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა Steller-ის და სხვადასხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერები მაისში საქართველოს ეწვევიან. USAID-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. USAID ჩართულია უშუალოდ Steller-ის და ინფლუენსერების საქართველოში ვიზიტის განხორციელებაში. დღეს ჩვენ ვართ ეპოქაში,როდესაც ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვანი ხერხია საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ინფლუენსერებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, რადგან ისინი უშუალოდ ტურისტული პროდუქტის მომხმარებლები არიან.”-განაცხადა ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელისმოვალეობის შემსრულებელმა მედეაჯანიაშვილმა.

„ ჩვენს ინფლუენსერებს მთელ მსოფლიოში აშშ-ში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მილიონობით მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი სწორ დროს და სწორ სამიზნე აუდიოტრიას საქართველოს შესახებ მოუყვებიან ამბებს, რაც პოსტკოვიდურ რეალობაში ხელს შეუწყობს ტურიტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.”-აცხადებს USAID-ის ეკონომიკურიუსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელიმარკ მაკკორდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები