კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები მივიდნენ

რუსთაველის თეატრში, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, პოლიტიკოსები მივიდნენ.  ადგილზე ბიძინა ივანიშვილი ცოლთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად მივიდა.
გარდაცვლილ მსახიობს პატივი მიაგეს მმართველი გუნდის წევრებმა – თეატრში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცოლთან ერთად, ასევე – მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები