საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სამართალდამცავების მიერ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ. სპეცოპერაცია, რა დროსაც პოლიციამ მამა-შვილ ძანძავებს ესროლა, ორი დღის წინ ჩატარდა, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცავი.
პაპუნა ძანძავას უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტი, სავარაუდოდ, ოკუპირებული გალიდან გადმოჰქონდა. მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.