როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – 1 მაისის პროგნოზი

1-ელ მაისს ქუთაისში +23 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. წვიმას ელჭექით ელიან სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მცირე ღრუბლიანობა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი ამინდი არის მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

მესტიაში +13 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმა ელჭექით და +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

+19 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება, იქროლებს ძლიერი ქარი.

გორში დღისით +21 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უხვი ნალექია მოსალოდნელი გუდაურში. +13 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. უმეტესად წვიმიანი დღეა იქნება ომალოში, სადაც დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება რუსთავში. სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები