კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ

მსახიობ კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები