გია აბაშიძე: მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით მანამდე შეძლო

მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით მანამდე შეძლო, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„უცნაური სტიქია იყო თბილისში. ზოგან საერთოდ არ წვიმდა. თუმცა, სამწუხაროდ, არაერთი ოჯახი დაზარალდა დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში.

დატბორვის გამო, 112-ში დაახლოებით 100 შეტყობინება დაფიქსირდა. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას.

მადლობა ღმერთს, რომ ამ დროისათვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება!

სოცქსელებში დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა ნუცუბიძის ფერდობის გამო. თუმცა, გადავრჩით, რადგან პრობლემის მოგვარება – მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები, თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, მანამდე შეძლო და ავცდით საშინელებას, რისი წარმოდგენაც არავის გვსურდა“, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები