რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ბავშვი ემსხვერპლა

 

სტავროპოლის მხარეში მიკროავტობუსი და “კამაზის” ტიპის სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ.

როგორც ადგილობრივი პოლიციის სამხარეო განყოფილებაში განაცხადეს, ავტოავარიის შედეგად 6 ბავშვი დაიღუპა, 12 პირი დაშავდა, მათგან 8 არასრულწლოვანია.

წინასწარი ვერსიით, მიკროავტობუსში 18 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 14 არასრულწლოვანი იყო. ბავშვები ვოლგოგრადიდან ჩერკესკში სპორტულ შეჯიბრზე მიემგზავრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები