ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლების შედეგად ყირგიზეთის მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

 

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ელიზა სოლტონბეკოვას თქმით, ტაჯიკეტთან, საზღვარზე მიმდინარე სროლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, 154 დაშავებულია.

მისი თქმით, დაშავებულთაგან 121 სამოქალაქო პირია.

მანამდე 31 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ტაჯიკეთში განაცხადეს, რომ, 29 აპრილის საღამოს მდგომარეობით, 3 დაღუპული და 31 დაშავებული ჰყავთ.

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება 29 აპრილს, გამთენიისას გამწვავდა. მანამდე, ერთი დღით ადრე ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთი ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. დაპირისპირება მხარეებს შორის ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ღამით კი კონფლიქტი გამწვავდა და ტაჯიკეთის მოსახლეობის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ოთხი ყირგიზელი დაიჭრა. ყირგიზეთმა ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.

ტაჯიკური მხარე კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები