თამარ გაბუნია: ასტრაზენეკა“ მეტად რეკომენდებულია მაღალი ასაკის პირებში, ჩვენც, ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ასაკობრივი განაწილების ამ რეჟიმს შევინარჩუნებთ

“ასტრაზენეკა“ მეტად რეკომენდებულია მაღალი ასაკის პირებში. ჩვენც, ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ასაკობრივი განაწილების ამ რეჟიმს შევინარჩუნებთ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კლინიკურმა საბჭომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარის დაწევის შესაძლებლობა განიხილა.

„ასტრაზენეკას“, ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეზღუდოს 55-60 წლამდე. ჩვენც რამდენიმე კვირის წინ ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში მივიღეთ იგივე გადაწყვეტილება. საყურადღებოა ისიც, რომ დღეს დიდი ქვეყნები, ძალიან წარმატებული ქვეყნები, რომლებიც ჩართული არიან ვაქცინაციის პროგრამაში, როგორიც არის ბრიტანეთი, 30 წლის ზემოთ ასაკში აგრძელებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციას. ამაზე გვქონდა გასულ კვირაში საუბარი, ასევე დღეს კლინიკური საბჭოს ფორმატში. რა თქმა უნდა, რისკები არის მინიმალური, თუმცა ჯერჯერობით ვიფიქრეთ, რომ 55 წლის ასაკი შევინარჩუნოთ, რადგან მნიშვნელოვანია მეტად ფოკუსირებული მიდგომა ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ჩართვაზე. „ასტრაზენეკა“ მეტად რეკომენდებულია მაღალი ასაკის პირებში. ჩვენც, ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ასაკობრივი განაწილების ამ რეჟიმს შევინარჩუნებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები