ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო როგორც დაგეგმილ, ასევე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე უახლოეს მომავალში განსახორციელებელი სწავლებების დეტალების შესახებ იმსჯელეს. განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის ინიციატივის განხორციელების საკითხები და ამ მიმართულებით დანიის სამეფოს ჩართულობის გაგრძელებაზე 2022-2023 წლებში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი, ნატო-ს ექსპერტი – პიტერ კაას-კლაესონი, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მრჩეველი – კამილა ლუიზ სიელიაკსი და დანიის გვარდიის მეთაური – კაპიტანი ტროელს გრაფი დაესწრნენ.