შალვა პაპუაშვილი: 20 ივნისს 50-ზე მეტი სამართალდამცავი დაზიანდა, მათ შორის, ერთს ცალ თვალში მხედველობა აქვს დაზიანებული, ეს მათთვის არაფერი არ არის, ადამიანებად არ თვლიან

“20 ივნისს 50-ზე მეტი სამართალდამცავი დაზიანდა, მათ შორის, ერთს ცალ თვალში მხედველობა აქვს დაზიანებული, ეს მათთვის არაფერი არ არის, ადამიანებად არ თვლიან”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედება არის დაყოფა ჩემიანებად და სხვისიანებად.

„საჭიროა, 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს და, როგორც ხედავთ, ჩვენი ოპონენტები ამ მიდგომას ეწინააღმდეგებიან, ეს, განსაკუთრებით, „ლელოს“ განცხადებაში მოვისმინეთ. ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებულის თანხმობა არის საჭირო, მაგრამ საჭიროა მხოლოდ სამართალდამცავების წინააღმდეგ არსებულ საქმეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან დაზარალებულების მხრიდან. რაც შეეხება აქციის იმ მონაწილეებს, რომელთაც ბრალი ედებათ ძალადობაში, ან ეს ბრალი დადასტურებულია, მათ შორის, ნიკა მელიას შემთხვევაში, მათი თანხმობა საჭირო არ არის. ეს არის დაყოფა ჩემიანებად და სხვისიანებად. ისინი სამართალდამცველებს, ფაქტობრივად, ადამიანებად არ აღიარებენ. 50-ზე მეტი სამართალდამცავი დაზიანდა, მათ შორის, ერთს ცალ თვალში მხედველობა აქვს დაზიანებული, ეს მათთვის არაფერი არ არის, ადამიანებად არ თვლიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები