ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს, 29 აპრილს გაიმართება.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.
ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის შეფასებით, დღეს მორიგი ფორმალური პროცესი გაიმართება.
“მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან მოგეხსენებათ ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. აღნიშნული პროცესიდან სიახლეებს არ ველით. ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის გირაოზე, თუკი იქნება გათხოვილი ამნისტიის ის კანონი, რომელიც არის ინიცირებული”, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.