„ქართული ოცნების“ ოფისში რეგიონული დეპარტამენტის შეხვედრა გაიმართა

“ქართული ოცნების”ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ გამართეს რეგიონული დეპარტამენტის თათბირი. ინფორმაციას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, საუბარი ეხებოდა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მომზადების და საოლქო ორგანიზაციების შტაბურ რეჟიმზე გადაყვანის პროცესს.

“აღნიშნულ თათბირს ესწრებოდნენ რეგიონული მდივნის მოადგილეები, ნიკა ტყემალაძე, ზურაბ იაშვილი, კობა სამხარაძე და რეგიონული კოორდინატორები.

თათბირზე განხილულ იქნა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მომზადების და საოლქო ორგანიზაციების შტაბურ რეჟიმზე გადაყვანის პროცესი, მუნიციპალიტეტებში არსებული სხვადასხვა პარტიული საკითხები და სამომავლო გეგმები”, – წერს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები