შალვა პაპუაშვილი: მედიატორის შემოთავაზება სწორედ ეს იყო, რომ 20 ივნისის ეს გვერდი გადაფურცლეთ და გაიხედეთ წინ, სწორედ ამისთვის, ინსტრუმენტად შემოგვთავაზა ამნისტია

“მედიატორის შემოთავაზება სწორედ ეს იყო, რომ, მოდი, 20 ივნისის ეს გვერდი გადაფურცლეთ და გაიხედეთ წინ, სწორედ ამისთვის, ინსტრუმენტად შემოგვთავაზა ამნისტია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა – შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა შეფასება ხდება ჯგუფებს შორის პოლარიზაციის მიზეზი.

„ვინაიდან ამნისტიის შესახებ კანონი შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, სასურველია, რომ ერთობლივად ინიცირებული ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ვნახოთ, რა სახის პროექტი შეიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ან ვერ ვთანხმდებით ან შეიძლება ჩვენი ოპონენტები რასაც ფიქრობენ, საჯაროდ ვერ ამბობენ. მთავარი გამყოფი ხაზი ანუ მთავარი სხვაობა არის იმაში, როგორ ვხედავთ ამ ამნისტიას.

ეს სხვადასხვა შეფასება ხდება ამ ჯგუფებს შორის კონფლიქტის, პოლარიზაციის მიზეზი, რაც საბოლოო ჯამში პოლარიზაციის სხვა დონეებზე გადადის. ამიტომაც მედიატორის შემოთავაზება სწორედ ეს იყო, რომ, მოდი, 20 ივნისის ეს გვერდი გადაფურცლეთ და გაიხედეთ წინ და სწორედ ამისთვის ინსტრუმენტად შემოგვთავაზა ამნისტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები