კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 918, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 130, აჭარაში – 121

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარაში – 121, იმერეთში – 101, ქვემო ქართლში – 82, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 130, კახეთში – 48, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 482, საიდანაც: 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 101, აჭარაში – 435, იმერეთში – 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 732 პირი, მათ შორის, თბილისში – 381, აჭარაში – 68, იმერეთში -94. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პირი, მათგან თბილისში – 107, აჭარაში – 11, იმერეთში – 9. 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 – თბილისში, 306 – აჭარაში. 9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები