“აჩუქე წიგნი” – კვირეულის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდის მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ
„აჩუქე წიგნის” კვირეულის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა გულიაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – მამუკა საღარეიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდაში დაწყებითი საფეხურის სკოლას ემსტუმრნენ. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკოლაში ამჟამად 6 მოსწავლე ირიცხება. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.