სალომე სამადაშვილი – რურუას შეწყალებაზე: ეს არის შეთანხმების პირველი და ნათელი შედეგი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტზე ხელმოწერას ეხმაურება.

მისივე თქმით, ახლა მეორე პოლიტპატიმრის – ნიკა მელიას გასათავისუფლებლად მუშაობა გრძელდება.

“ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ ევროპული საბჭოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი, გასული დღეების მანძილზე, ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად, ვფიქრობ, გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს,  დღეს, როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე წელიწად-ნახევარია, მართლაც იქნება გათავისუფლებული ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებოდნენ რომ ეს იყო შეცდომა. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია ძალიან მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და დავხუროთ ეს პოლიტიკური დევნის პრობლემა მომავალ არჩევნებამდე მაინც”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები