“საერთაშორისო თანამშრომლობა მოქმედებაში”: ინდოეთმა ბრიტანეთისგან 95 ჟანგბადის ბალონი და 100 სუნთქვის აპარატი მიიღო (ფოტო)

ინდოეთმა მეგობარი ქვეყნებისგან პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.

ნიუ დელის აეროპორტში გვიან ღამით კომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავმა ბრიტანეთის მთავრობის დახმარება ჩაიტანა, კერძოდ, 95 ჟანგბადის კონცენტრატორი და 100 ხელოვნური სუნთქვის აპარატი.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, არინდა ბაღჩიმ დაწერა. მან ფოტოსურათები განათავსა სათაურით: “საერთაშორისო თანამშრომლობა მოქმედებაში”.

მისივე ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი გეგმავს ცხრა ასეთი გადაზიდვის განხორციელებას, ჯამურად, ქვეყანა ინდოეთს 600-ზე მეტ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მოწყობილობას გაუგზავნის.

ამასთან, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდვითარების ფონზე, კორონავირუსთან ბრძოლაში ჯარი ჩართეს.

ინდოეთის გენშტაბის უფროსმა მობილიზაცია გამოაცხადა და მათ საავადმყოფოებში გაუშვებენ. ასევე, არმია საკუთარი რეზერვიდან საავადმყოფოებს ჟანგბადის ბალონებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები