რუმინეთის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

რუმინეთის პრემიერმინისტრი – ფლორინ-ვასილე კიცუ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, როგორც საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი.

“გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, განსაკუთრებით, დღევანდელი რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის და მისი თანმდევი რიგი გამოწვევებისა და სირთულეების გათვალისწინებით. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგითა და სექტორული თანამშრომლობით. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ჩვენი საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი. რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – აღნიშნავს ფლორინ-ვასილე კიცუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები