ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართ , სადაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის ანგარიში წარმოადგინა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს, სხდომას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანიც ესწრებოდა, რომელმაც ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახლავთ სოფლის მეურნეობა, შესაბამისად ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარება.
ჩვენ, სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ და რიგ საკითხებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული დარგის გაძლიერებისთვის, მეღვინეობის განვითარებისთვის. ქვემო ქართლი ათასწლეულებს ითვლის ღვინის წარმოებაში, შესაბამისად ორივე, სამთავრობო და საპარლამენტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და მათი დახმარებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.