შუკო ჯიქია – რეგიონების განვითარების პროექტზე: აღმშენებლობას, იმას – რასაც ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია, მივესალმები
პოეტი და მწერალი, შუკო ჯიქია მთავრობის ახალ ინიციატივას რეგიონების განახლების შესახებ ეხმაურება.
როგორც ის “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, ქვეყნისთვის სიკეთისმომტანი ინიციატივები მისასალმებელია.
“აღმშენებლობას, იმას – რასაც ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია, მივესალმები. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ და დადებითად ვაფასებ, რაც უფრო მეტი პროექტი განხორციელდება რეგიონებში, ეს ძლიერ ქვეყანას ნიშნავს”, – აცხადებს ჯიქია.