მანონი ახვლედიანი: დადებითად შევაფასებ პრემიერის ინიციატივას ,,რეგიონების განახლების” შესახებ, პირველ ყოვლისა, უნდა დავიწყოთ გზების მშენებლობიდან

“დადებითად შევაფასებ პრემიერის ინიციატივას ,,რეგიონების განახლების” შესახებ, პირველ ყოვლისა, უნდა დავიწყოთ გზების მშენებლობიდან”, – ამის შესახებ პედაგოგმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში ცნობილი “ზანდურის სახლის” დიასახლისმა, მანონი ახვლედიანმა ,,კვირასთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მთავარი პრობლემა გზაა, რისი მოგვარების შემდეგაც ტურისტების რაოდენობაც მოიმატებს.

,,დადებითად შევაფასებ პრემიერის ინიციატივას ,,რეგიონების განახლების” შესახებ. ძალიან კარგი გაკეთდება, პატარა აქტივობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სოფლის, რეგიონის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. პირველ ყოვლისა, უნდა დავიწყოთ გზების მშენებლობიდან, შემდეგ ყველაფერს თავისი ადგილი ექნება. მხოლოდ კულტურული ღონისძიებებისა და ატრაქციონების გაკეთება ვერ უშველის, თუ გზა არ გვექნება. აქ, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ღვირიშის თემში ყველაზე მეტად გზის პრობლემაა, ტურსიტები ახლაც მოდიან, მაგრამ უჭირთ. თუ ახლა 10 ტურსიტი მოდის, გზა რომ იქნება, 200 მოვა. ამიტომ, აქედან უნდა დავიწყოთ”, – განუცხადა ,,კვირას” მანონი ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები