ვანო იანტბელიძე: მთავრობის ინიციატივა რეგიონებზე მისასალმებელია, მნიშვნელოვანია, თუ მეტი ყურაღდება მიექცევა თეატრს
“ხალხი დასაქმდება, რეგიონები კიდევ უფრო კეთილმოეწყობა, რა თქმა უნდა, მივესალმები ამ ინიციატივას”, – ასე გამოეხმაურა მსახიობი ვანო იანტბელიძე მთავრობის ინიციატივას რეგიონების განახლებასთან დაკავშირებით.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მეტი ყურაღდება მიექცევა თეატრს.
“კარგის მეტი ამ თემაზე რა შეიძლება, ვთქვა. ღმერთმა ქნას, რაც ითქვა, ყველაფერი გაკეთდეს. ხალხი დასაქმდება, რეგიონები კიდევ უფრო კეთილმოეწყობა, რა თქმა უნდა, მივესალმები ამ ინიციატივას.
მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული საკითხები რეგიონისთვის, ქალაქის მოწყობა, ახალი ტურისტული კერების გაჩენა, სპორტი, ახალგაზრდული საკითხები. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეატრის გვერდში დგომაც. რეგიონებს სჭირდება ყურადღება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიხარია, რომ დაიწყო და კარგი ამბები მოხდება”, – აღნიშნა ვანო იანტბელიძემ.