ამირან გამყრელიძე: აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი

“აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული შტამები, ჯერჯერობით, ემორჩილება დღეს არსებულ ვაქცინებს მეტ-ნაკლები ეფექტურობით.

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც, საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს, თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს დღეს, მათ შორის ჩვენთან დღეს თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე როგორც ევროპაში და ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები