ბორჯომის პლატოზე ტყის აღდგენა-განახლების პროექტი გრძელდება

“წლების წინ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის აღდგენა-განახლების პროექტი, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება”, – ამის შესახებ “კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა.

” ხეების დარგვის აქციაში ჩაერთნენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე – იოსებ რაზმაძე.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის ელჩმა საქართველოში, ბაურჟან მუხამეჯანოვმა. ელჩმა ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა და კავკასიური ფიჭვი დარგო.
ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს, რომელიც ნერგების მოვლა-პატრონობის გეგმასაც ითვალისწინებს, IDS ბორჯომი საქართველო უკვე მეხუთე წელია ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში, მოხერხდა 4 ჰექტარამდე ტყის აღდგენა და დაირგო 17000-ზე მეტი ნერგი. პროექტი გულისხმობს ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმას. კამპანიის მიზანია ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და, ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები