ბიძინა კულუმბეგოვი: „ასტრაზენეკას“ ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება
„ასტრაზენეკას“ ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება, მისი მოდიფიცირება იგეგმება”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციაში კიდევ 100-ზე მეტი ცენტრი ჩაერთვება.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ვადა ამოეწურება 31 მაისს. ამ ვაქცინაზე ძალიან ბევრი ადამიანი მეორედ ვაქცინაციას ელოდება. მხოლოდ 10 ათასამდე დოზა რჩება, რომელიც განკუთვნილია 55 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება „ასტრაზენეკას“ ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით, მისი მოდიფიცირება იგეგმება. ჩვენ არ გვაქვს ერთი დოზის გამოუყენებლობის უფლებაც, ეს სრული კატასტროფა იქნება. მას აუცილებლად ავითვისებთ. მერწმუნეთ, ერთი თვის განმავლობაში არ დარჩება გამოუყენებელი. ვაქცინაციაში კიდევ 100-ზე მეტი ცენტრი ჩაერთვება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი – 30 მარტიდან.