ნუკრი ქანთარია: "ნაცმოძრაობამ" მუხროვანის მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

   ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს “ნაციონალურ მოძრაობა” ან უნდა გაემიჯნოს, ან პასუხისმგებლობა   უნდა აიღოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ სესიაზე განაცხადა.
დეპუტატმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გულგრილობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი გვამებს ითხოვს, თავმჯდომარეს კი მთელი პარტია ფეხებზე ჰკიდია“.
“მე მინდა გამოვეხმაურო იმ ფირს, რომლის პირობითი სათაურიც შეიძლება ასეთი იყოს – “ორი გვამი მჭირდება”. როდესაც ეს საშინელი უბედურება მოხდა – დახვრიტეს გია კრიალაშვილი და მისი ორი მეგობარი, მაშინ, რუსთაველის გამზირზე მიტინგები იმართებოდა. დახვრეტიდან რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი ამ ხალხის არა აყვანას, არამედ ლიკვიდაციას აპირებდა. მე მომიწია მაშინ მიტინგზე ამის გახმოვანება, მაგრამ არ მჯეროდა, ამას თუ  გაბედავდნენ და ასეთ საშინელებას მოახდენდნენ. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ იყო ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც ახლა კადრებში ვიხილეთ. ამ ყველაფრის მერე, მინდა ვკითხო “ნაციონალურ მოძრაობას”, რა უბედურება გჭირთ? თქვენი გენერალური მდივანი გვამებს ითხოვს, პარტიის თავმჯდომარე კი გეუბნებათ, რომ ფეხებზე ჰკიდიხართ და არ აინტერესებთ. ამის შემდეგ, რა უფლებით უნდა გველაპარაკოთ ეკონომიკაზე, უუნარობაზე და ხალხის სიკეთესა და კეთილდღეობაზე?  ან გაემიჯნეთ ამ ამბებს, ან აიღეთ ეს პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები