შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ ეს მონაცემები სწორი არ იყო, თუმცა, არც მათ და არც ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში არ მოუხდიათ
„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ ეს მონაცემები სწორი არ იყო, თუმცა, არც მათ და არც ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში არ მოუხდიათ”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თანამდებობიდან თამარ ჟვანიას წასვლას არ ელოდება.
„ 40 დღის შემდეგ, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ ეს მონაცემები სწორი არ იყო, თუმცა, არც მათ და არც ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში არ მოუხდიათ. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო და, შესაბამისად, მორალური პასუხისმგებლობა არსებობს, რომ თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადონ. თანამდებობიდან თამარ ჟვანიას წასვლას არ ველოდები, რადგან არჩეულია. ყველას შევახსენებ, რომ თამარ ჟვანია სანამ ცესკო-ს თავმჯდომარე გახდებოდა, „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კანდიდატი იყო. მან რამდენიმე არჩევნები ჩაატარა, რომლის მიმართ კითხვა არავის არ დაუსვამს. ვინც კითხვას სვამს, „ნაციონალური მოძრაობაა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.