შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ განსამარტი არაა, ვისზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის კანონი და ვისზე – არა

“ამ შეთანხმების მთავარი არსი არის ის, რომ პოლარიზაციიდან თანამშრომლობაზე გადავიდეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტია ამ შეთანხმების ერთი ნაბიჯია.

„ნაციონალური მოძრაობის“ განსამარტი არაა, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს კანონი და ვისზე – არა. მათ ამ შეთანხმებაზე ხელი არც მოუწერიათ. ეს გახლავთ შარლ მიშელის შემოთავაზება, რომლის სულისკვეთებაც პოლარიზაციის დასრულებაა. ეს დღე, 20 ივნისი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვაგვარად აღიქმება და, აქედან გამომდინარე, ხელს უწყობს პოლარიზაციასა და გარკვეულ დაპირისპირებას. შემოთავაზება იყო, რომ გადაგვეფურცლა ეს გვერდი, გამოგვეცხადებინა ამნისტია ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ამ შეთანხმების მთავარი არსი არის ის, რომ პოლარიზაციიდან თანამშრომლობაზე გადავიდეთ. ამნისტია გახლავთ ამ მთლიან სურათში ერთი ნაბიჯი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა დაინიცირდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები