ხატია დეკანოიძე: საინტერესო ინიციატივაა, რომ ევროპარლამენტარები შესაძლოა, ნიკა მელიას თავდები იყვნენ და გენერალურ პროკურატურას მიმართონ

“გირაო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასევე, მიუღებელია ამნისტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყოველთვის იყო, ეს არის ის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს უპირობოდ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა არ არის სამართალდამცავი ორგანო, პროკურატურა არის პოლიტიკური ორგანო.

„ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა, რომ ევროპარლამენტარები შესაძლოა, ნიკა მელიას თავდები იყვნენ და გენერალურ პროკურატურას მიმართონ. როგორ წარიმართება პროცესი, ჯერ არ ვიცი. ამაზე გუშინ საუბარი მქონდა „ლელოსთან“. ჯერ მხოლოდ ეს ინფორმაცია ვიცით.

გირაო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასევე, მიუღებელია ამნისტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყოველთვის იყო, ეს არის ის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს უპირობოდ. ეს არის ფორმა, როგორც დააკავა ის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ. უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკურად იმიტომ რომ, პროკურატურა არ არის სამართალდამცავი ორგანო, პროკურატურა არის პოლიტიკური ორგანო. შესაბამისად, ნიკას გათავისუფლება ყოველგვარი პირობების გარეშე არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ხაზს უსვამდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები