საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 271 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 729 პირი

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 729 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge -ზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 301 535-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 284 286-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 53, გურია – 41, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, საიდანაც: 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 921, აჭარაში – 404, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 584 პირი, მათ შორის, თბილისში – 276, აჭარაში – 70, იმერეთში -88. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში – 80, აჭარაში – 7, იმერეთში – 11. 682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 – თბილისში, 317 – აჭარაში. 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 485 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 233 პირი, აჭარაში – 2 711, იმერეთში – 1 199.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები