დღეიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე თურქეთში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.

“ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.

ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები