ალუდა ღუდუშაური: გირაოსა და ამნისტიაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ბატონ მელიას მართლაც აწუხებს იმ მძიმე დანაშაულიდან გამოწვეული ცოდვა, რომელიც მის კისერზეა

“გირაოსა და ამნისტიაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ბატონ მელიას მართლაც აწუხებს იმ მძიმე დანაშაულიდან გამოწვეული ცოდვა, რომელიც მის კისერზეა”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დღევანდელი მდგომარეობა მასში სიბრალულს იწვევს.

„ნიკა მელიას მიერ გირაოზე უარის თქმა არის უარი და სილის გაწნა არა საქართველოსა და მმართველი ძალისთვის, არამედ – უკვე დასავლელი პარტნიორების მიმართაც. ამის შემდეგ ახალი მოცემულობა გახდა ის, რომ იგი უკვე ამნისტიაზეც აცხადებს უარს. ეს ერთ რამეზე მიგვანიშნებს, როგორც ჩანს, ბატონ მელიას მართლაც აწუხებს იმ მძიმე დანაშაულიდან გამოწვეული ცოდვა, რომელიც მის კისერზეა. მას უნდა, რომ ეს სინდისის ქენჯნა მოიცილოს და ეს სასჯელი მოიხადოს, სხვაგვარი ახსნა მიჭირს. ჩემში სიბრალულს იწვევს ბატონ მელიას დღევანდელი მდგომარეობა, ის დღეს ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, რადგან ის მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები