გია ვოლსკი: დილით ხეები დავრგეთ, ასეთი აქციები პოზიტიური ენერგიით მუხტავს ადამიანებს, სამაგალითოა ბავშვებისთვის

“დილით ხეები დავრგეთ, ამჯერად – სვანეთის უბანში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მსგავსი აქციები პოზიტიურად მუხტავს ადამიანებს და, ასევე, სამაგალითოა ბავშვებისთვის.

“დღეს დედამიწის დღეა. დილით ხეები დავრგეთ, ამჯერად, სვანეთის უბანში. ასეთი აქციები, იმის გარდა, რომ პოზიტიური ენერგიით მუხტავს ადამიანებს, სულ უფრო პოპულარული ხდება საზოგადოებაში, სამაგალითოა ბავშვებისთვის”, – წერს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები