დავით სერგეენკო: პოზიციასაც და ოპოზიციასაც აქვთ ვალდებულება, რომ სამუშაო მაგიდასთან დაიკავონ კალამი და სტრუქტურირება გაუკეთონ სამართლიან პროექტს

“პოზიციასაც და ოპოზიციასაც აქვთ ვალდებულება, რომ არა ეპისტოლარულ ჟანრში, არამედ სამუშაო მაგიდასთან დაიკავონ კალამი, იმსჯელონ და სტრუქტურირება გაუკეთონ სამართლიან და საზოგადოებისთვის მისაღებ პროექტს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ამნისტიის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შინაარსობრივად, ამნისტია არ შეიძლება, ინდივიდური იყოს.

„იმ დოკუმენტში, რომელზეც ხელი მოაწერა პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ოპოზიციას გაუჩნდა არა მარტო შესაძლებლობა, არამედ ვალდებულება, რომ თვითონ მიიღოს უშუალო მონაწილეობა ამნისტიის შესახებ კანონის სტრუქტურირებაში და მის გაწერაში. შინაარსობრივად, ამნისტია არ შეიძლება, იყოს ინდივიდური, სახელობითი, ამნისტია არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მუხლის მიმართ, ასე რომ, ოპოზიციას არა მარტო შესაძლებლობა აქვს, არამედ ვალდებულებაც, რომ სწორად ჩამოაყალიბოს და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მისაღები გახადოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და არა ასე შემოთვლით გამოთქვან მოსაზრებები. რომელ მუხლებზე განხორციელდება ამნისტია, პოზიციასაც და ოპოზიციასაც აქვთ ვალდებულება, რომ არა ეპისტოლარულ ჟანრში, არამედ სამუშაო მაგიდასთან დაიკავონ კალამი, ჩამოწერონ იმსჯელონ და სტრუქტურირება გაუკეთონ სამართლიან და საზოგადოებისთვის მისაღებ პროექტს”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები