საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 981-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 688 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები