დაესწარი ვებინარს კლიენტის მონაცემთა პლატფორმაზე

23 აპრილს გიწვევთ ვებინარზე ზუმში − რა არის კლიენტის მონაცემთა პლატფორმა (What a customer platform is), რომელსაც კომპანია Segment-ის წამყვანი ინჟინერი Sam Kahr-ი გაუძღვება.

“საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, შეხვედრაზე Sam-ი “თქვენთან ერთად მიმოიხილავს სხვადასხვა საინტერესო თემას − ისაუბრებს კლიენტის მონაცემთა პლატფორმის არსსა თუ დანიშნულებაზე და გაგაცნობთ, რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს მას თქვენი ბიზნესისთვის. ასევე განხილული იქნება: Journey Orchestration-ის მნიშვნელობა და დადებითი მახასიათებლები Segment-ის პროდუქტები სტარტაპის წარმატებული ისტორიები და სხვ. ცნობისთვის, Sam Kahr-ი ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, რომელსაც ტექნიკურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და საკუთარი კარიერის განმავლობაში ისეთ გავლენიან კომპანიებთან ითანამშრომლა, როგორებიცაა: Google-ი, Nike, McAfee თუ Proctor & Gamble-ი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები