გია ვოლსკი: მელიას არც და ვერც დავაყვედრი იმას, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია გადაწყვეტილებების მიმღები პირი არ არის.

მისივე თქმით, ყველაფერი საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარე კეთდება.

“ამ შემთხვევაში, მელია არ წარმოადგენს იმ პირს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მათ სააკაშვილი კარნახობს. არც ვაყვედრი და ვერც დავაყვედრი იმას, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს იმიტომ კი არ კეთდება, რომ რომელიმე პარტია გრძელსულოვანია მეორე პარტიის მიმართ, ეს კეთდება იმიტომ, რომ საზოგადოების შეკვეთაა”, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები