თამარ გაბუნია: საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება, სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე კვარტალში იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება, სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე კვარტალში იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, კარგია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ ვაქცინაციის პორტალზე და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

„რეალისტური მოლოდინი ასეთია, რომ საყოველთაო ვაქცინაცია მესამე და მეოთხე კვარტალში იქნება შესაძლებელი და ის მოქალაქეები, რომლებსაც დღეს ჯერჯერობით ვაქცინაციაში ჩართვა არ შეუძლიათ, აქტიურად შეძლებენ ამას. თუმცა, უკვე მალევე გვექნება კონკრეტული პასუხები Pfizer-ის დამატებით დოზებთან დაკავშირებით. Novavax-იც არის ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინა. კარგია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ ვაქცინაციის პორტალზე და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, თუ რომელი ვაქცინა სურთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები