გიორგი ღიბრაძე: მაქსიმალურად მკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე კერძო და საჯარო სექტორს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მკაცრდება ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი.

,,როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან, მაქსიმალურად მკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი. ასევე, საზღვარზე შემოსული პირების პისიარ კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ,” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები