ანდრიუს კუბილიუსი: იმედია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი და სხვები დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან

“ამ დოკუმენტის ხელმოწერითა და მისი იმპლემენტაციით ​საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სრულდება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან” განაცხადა.

კუბილიუსი იმედოვნებს, რომ ,,ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელი პირები დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან.

„დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიის ხელმძღვანელი პირები, პირადად მელია, ყოფილი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან, ვინაიდან ამ დოკუმენტის ხელმოწერითა და მისი იმპლემენტაციით ​საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სრულდება. შეთანხმების ხელმოწერა აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიოს და ეს მიზნებია საქართველოს სამომავლო გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიებისთვის. აქ არის ისევ ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციიის“, – განაცხადა კუბილიუსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე უარი თქვა. 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები