21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 31 911 ადამიანი აიცრა
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამურად, 31 911 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი.