22 აპრილს ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართება

ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მორიგი კონცერტი, ახალგაზრდა სოლისტ ელისო ბაბუაძესა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორ ლევან ჯაგაევთან ერთად გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ,  ღონისძიებაზე, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით,  დაიშვება შეზღუდული იქნება. ამასთან ყველა სტუმარი გაივლის თერმო სკრინინგს და დაცული იქნება დამსწრეებს შორის დადგენილი დისტანცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები