ბადრი ჯაფარიძე: ყველა ჩვენგანის საზრუნავია, მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, რადგან ეს ვითარების დეესკალაციას სჭირდება​

ნიკა მელიას არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა იმიტომ, რომ სანამ ის არ გათავისუფლდება, პოლიტიკურ კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ნიკა მელიას მოუყევი იმ საუბრების და მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც გვქონდა ბოლო დღეებში და ასევე, ვესაუბრე დღევანდელი შეხვედრის შესახებ შარლ მიშელთან.

ის არის მხნედ. მას რა თქმა უნდა, არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა იმიტომ, რომ, სანამ ის არ გათავისუფლდება პოლიტიკურ კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან.

ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების შეწირვის ხარჯზე . ამიტომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი, არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. შესაბამისად, ეს არის ახლა ყველა ჩვენთაგანისთვის საზრუნავი, რომ მოიძებნოს ისეთი გამოსავალი რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, იმიტომ რომ ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას“ , – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები