ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ამ წუთებში “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ხვდება.

ჯაფარიძეს თქმით,  ნიკა მელიას გათავისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

,,ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საპატიმროდან ამ ადამიანების გამოყვანა და გათავისუფლება. მინდა ვისაუბრო ნიკა მელიასთან ამ თემაზე, ძალიან მნიშნველოვანია ეს პრობლემა გადაწყდეს. ბატონ მიშელთან საუბრისას ხაზი გავუსვით, რომ ჩვენი მუშაობა საპარლამენტო სივრცეში ვერ შედგება, თუკი მელია არ იქნა გათავისუფლებული საპატიმროდან.

გიორგი რურუას საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაჭრილია და ეს არის საათების, ან რამდენიმე დღის საქმე. პრეზიდენტს უკვე შეუძლია ის შეიწყალოს, რადგან ხელმოწერების რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უკვე არსებობს.

მელიას გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის, მელიას გარეშე მომზადება ოპოზიციის სრულფასოვანი ადგილობრივი არჩევნებისათვის შეუძლებელი იქნება, ის არის ენერგიული ლიდერი, შესაბამისად მისი გათავისუფლება საპატიმროდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მას ვესაუბრო ამ ვითარებაზე და ვუთხრა ჩვენი დამოკიდებულება, რატომ მიგვაჩნია პრინციპულად, რომ სწრაფად გამოვიდეს საპატიმროდან, რაც სჭირდება როგორც ვითარების სტაბილიზაციას, ასევე იმას, რომ ოპოზიცია მოემზადოს მშვიდად, ენერგიულად და კარგად „ქართული ოცნების“ დამარცხებისათვის“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები