მომდევნო კვირა პლენარული სხდომების კვირაა და ხელმომწერ მხარეებს ველით პარლამენტში – არჩილ თალაკვაძე

მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ ხელმომწერ მხარეებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, ველით პარლამენტში – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ხელმომწერი მხარეები მუშაობენ პარლამენტში და ერთად განიხილავენ და იღებენ ერთად გადაწყვეტილებებს საკითხებზე. შესაბამისად, მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ ხელმომწერ მხარეებს ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა ველით პარლამენტში.

რაც შეეხება, შეხვედრის შინაარსს, რასაკვირველია ვერ ვისაუბრებ იმ გამოსვლებზე, რაც ჰქონდა პრეზიდენტ მიშელს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმაზე, რომ შეთანხმებაზე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე, თქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხიმგებლობა“ , – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები