ზურაბ ქადაგიძე: ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა

ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა, – ამის ესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ასევე წერს, რომ  ნიკა მელია ებრალება.

“ვინ არის ახლა ნიკა მელია? ადამიანურად ახლა მასზე მეტად არავინ მებრალება.

მებრალება იმიტომ, რომ მისმა ბელადმა მას უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს ლაფი დაასხა და მისი პოლიტიკური მომავალი უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მე ადრეც ვწერდი, რომ მიშა მასზე ძალიან ეჭვიანობდა, მაგრამ ახლა შეთქმულების თეორიებში არ შევალ. მხოლოდ ფაქტები – გუშინ მიშამ თქვა, არანაირი ხელმოწერაო. გავიდა რამდენიმე საათი და იგივე დაწერა მელიამაც, რომ ის შარლ მიშელის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდა. რა ხდება დღეს? დღეს სააკაშვილმა რადიკალურად შეცვალა პოზიცია და მოუწოდა ენმ-ს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა”, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები