შარლ მიშელი – ამ შეთანხმების საფუძველზე ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს

ამ შეთანხმების საფუძველზე ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს, – ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება. აქ ნდობის საკითხიც იჩენს თავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან ბოლო საათებისა და დღეების განმავლობაში განვიხილე საკითხი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კეთილი ნება ძლიერია სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, ხოლო სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორციელებაზე გადის”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები