“კახი კალაძეს საამისო არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ” – თბილისის მერი

“კახი კალაძეს საამისო არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა დრო მოვა, მერობის კანდიდატების შესახებ საზოგადოება შეიტყობს.

„კახი კალაძეს საამისო არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ. რაც შეეხება მერობას, რამდენიმე დღის წინ, როდესაც გვქონდა შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე და ვრცლად გავაკეთე განცხადებები. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მაშტაბით, როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები