დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორგანოგადანერგილი პირების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორგანოგადანერგილ პირებს “ფაიზერის” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ, ჩაიტარონ 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით (მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ.#29).
მათივე ცნობით, რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება ადგილზე.